სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულისა და ირლანდიის ნაკრების მეკარემ ქუივინ კელეჰერმა კლუბში თავის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
"ბოლო წლებში აშკარად დავაფიქსირე, რომ წასვლა მინდა, რათა ნომერ პირველი ვიყო და ვითამაშო. კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი მეკარე გაეფორმებინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ განსხვავებული მიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს.
ლივერპულმა ჩემზე არსებული შეთავაზებები უარით გაისტუმრა. ყოველთვის ჩემს ხელში არ არის გადაწყვეტილება. ჩემი ამბიცია კია აშკარაა, მე საკმარისად კარგი ვარ, რომ ყოველ კვირა ვითამაშო." - განაცხადა 25 წლის მეკარემ.
კელეჰერი ლივერპულის მთავარი გუნდის წევრი 2019 წლიდან არის, თუმცა გუნდში ალისონის ყოფნის პირობებში, ის მუდმივად სათადარიგო მეკარეა, ახლა კი ირლანდიელს გიორგი მამარდაშვილის სახით ახალი კონკურენტი გამოუჩნდა, რომელიც მერსისაიდულ გუნდს 2025 წელს შეურთდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები