სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩში შვეიცარიის ნაკრებმა ქალქ ჟენევაში ესპანეთს უმასპინძლა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით მე-4 წუთზე ლამინ იამალის პასის შემდეგ ხოსელუმ გახსნა. მე-13 წუთზე ანგარიში უკვე 0-2 იყო, ნიკო ვილიამსის საგოლე გადაცემით ფაბიან რუისმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, მე-20 წუთზე კი ესპანეთის ნაკრები კაცნაკლული დარჩა.
რობინ ლე ნორმანმა პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა. სტუმართა კაცნაკლულობით შვეიცარიამ ტაიმის ბოლომდე ისარგებლა და 41-ე წუთზე მოჰამედ ამდუნიმ ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
თუმცაღა მასპინძლებმა მატჩის მეორე ნახევარში რიცხობრივი უპირატესობა ვეღარ გამოიყენეს და მეტიც, შეხვედრის ბოლოსკენ 2 გოლიც გაუშვეს. 77-ე წუთზე ფაბიან რუისმა ფერან ტორესის პასის შემდეგ დუბლი შეასრულა, აქედან 3 წუთში კი თავად ტორესმა გაიტანა გოლი ხოსელუს პასით და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა (1-4).
ჯგუფის მეორე მატჩში დანიამ სერბეთი 2-0 დაამარცხა და 2 ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფში გალიდერდა, ესპანეთს 4 ქულა აქვს, სერბეთს - 1, შვეიცარია კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები