სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩეხეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მედიასთან ისაუბრა.
"ვფიქრობ, ისეთი შექმნილი მდგომარეობაა გულშემატკივრებშიც, რაც ძალიან პოზიტიურია და ყველაა კმაყოფილი არის. ხანდახან არ უნდა იყო ასე კმაყოფილი. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ და ყველას გვეამაყება ეს, მაგრამ ეს ჯგუფი ძალიან რთული სათამაშო იქნება, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს.
ვფიქრობ, ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა ვიყოთ და მანდ შეცდომა არ უნდა დავუშვათ, პირიქით, ეს წარმატება რაც გვქონდა, გვერდზე უნდა გადავდოთ. უნდა გვახსოვდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თამაშები აუცილებლად ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ და არ უნდა დავუშვათ შეცდომა ამ ჯგუფში და ვიფიქროთ, რომ ადვილად მოვიგებთ.
რა თქმა უნდა, ყოველი ოცნების შემდეგ რაღაც ახალი ოცნება გაქვს და ჩემთვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება საოცრება. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს პოტენციალი უნდა ვანახოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც მსოფლიო დონის მოთამაშეები არიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მაგრამ ძალიან გრძელი გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე და ურთულესი. ვნახოთ, თუ გავართმევთ თავს." - განაცხადა კაშიამ.
კაშია: "ამ ჯგუფში იოლი გასეირნება არ გვექნება"
7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული გუნდი ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ალბანეთს ესტუმრება.
ფოტო: nakrebi.ge
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები