სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთში ყველასთვის კარგად ნაცნობი ფინალი მივიღეთ.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს კარლოს ალკარასი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.
ალკარასმა თავის ნახევარფინალში კანადელი ოჟე-ალიასიმი 6:1 6:1 გაანადგურა, ჯოკოვიჩმა კი იტალიელი ლორენცო მუსეტი 6:4 6:2 დაამარცხა.
მე-3 ადგილის შეხვედრაში დღეს, 3 აგვისტოს, ოჟე-ალიასიმი და მუსეტი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ფინალი კი ხვალ, 4 აგვისტოს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი და ალკარასი ერთმანეთს უიმბლდონის ფინალში რამდენიმე კვირის წინ დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება ესპანელს 3 სეტში დარჩა.
მთლიანობაში ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება - ეს ჩოგბურთელებს შორის მეშვიდე დაპირისპირება იქნება - აქამდე ჩატარებულებიდან 3 ნოვაკმა მოიგო და 3 კარლოსმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები