Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდი ალბათობით, იუვენტუსის სათავეში მომავალ სეზონში მასიმილიანო ალეგრის ტიაგო მოტა შეცვლის.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ტურინელებმა ბოლონიას მთავარ მწვრთნელთან 2+1 წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს, ანუ ორი წლის გასვლის შემდეგ, მისი ავტომატურად გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.
იუვენტუსში მოტას წლიური ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება. ერთადერთი, რაც შეთანხმებას აკლია - მწვრთნელის ხელმოწერაა.
მიმდინარე სეზონში მოტამ ბოლონია 60 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. გუნდი ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს და იუვენტუსს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
4 დღის წინ
1 დღის წინ
2 დღის წინ
18 საათის წინ