Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაიერნის ექს-ფეხბურთელის, დიტმარ ჰამანის აზრით, ჰარი კეინის მიუნხენურ გრანდში ტრანსფერი შეიძლება შეცდომად მივიჩნიოთ.
„რამდენი ტიტული მოიგეს? წინა სეზონში კეინის გარეშეც გაიტანა იმდენი გოლი, რამდენიც წელს. მას მაღალი ხელფასი აქვს, 100 მილიონ ევროზე მეტიც დაჯდა. წინ რომ მატიას ტელს ეთამაშა, აუცილებლად ყველაფერი ბევრად უარესად იქნებოდა? მას კი არაფერს ვაბრალებ, რა თქმა უნდა არა.
როცა ჰალანდი ბორუსიადან წავიდა, ამბობდნენ, რომ დორტმუნდი ჩამოიშლებოდა, მათ კი შემდეგივე სეზონში კინაღამ ბუნდესლიგა მოიგეს. წავიდა ბელინგემი და ყველა ამბობდა, ღმერთო ჩემო რა ეშველება ამ გუნდსო, მაგრამ ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არიან.
არსენალის წინააღმდეგ ბაიერნმა კარგად ითამაშა, კეინი კი ნაკლებად შესამჩნევი იყო. რეალთანაც იგივე. მე-80 წუთის შემდეგ კი მოედანი წელის ტკივილის გამო დატოვა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე. გამიმართლა, ფინალებშიც ბევრჯერ მაქვს ნათამაშები და ნახევარფინალებში კიდევ უფრო მეტჯერ. არასდროს არ მინახავს, ფეხბურთელს ასეთ დიდ მატჩში მოედანი თვითნებურად დაეტოვებინოს - გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალთან არის 10 წუთში, შენ კი წელის ტკივილის გამო გადიხარ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.
კლუბმა ბევრი მისი მაისური გაყიდა, ვარსკვლავური ტრანსფერი გამოვიდა. შეიძლება ბევრი იკამათო იმაზე, იყო თუ არა ეს შეცდომა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიკითხავდი: ხომ არ სჯობდა, კლუბს ეს 100 მილიონი ანგარიშზე ჰქონოდა, თავად კეინი კი კვლავაც კუნძულზე [ინგლისში] ყოფილიყო." - აღნიშნა ჰამანმა Sky90-ის ეთერში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
6 დღის წინ
19 საათის წინ