Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ილქაი გიუნდოგანმა სოციალური ქსელის მეშვეობით სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
"რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ დროა ჩემი სანაკრებო კარიერა დავასრულო. დიდი პატივი იყო! მადლობა, გერმანია!" - წერს 33 წლის ნახევარმცველი.
გიუნდოგანის დებიუტი ბუნდენაკრებში 2011 წელს იოახიმ ლიოვის ხელში შედგა. ილქაიმ ნაკრების მაისურით 82 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.
ევრო 2024-ზე ნახევარმცველმა ნაკრების კაპიტნის სამკლაურიც მოირგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები