სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონატის 32-ე ტურში 2 საინტერესო მატჩი გაიმართა, ერთმანეთს სატურნირო ცხრილის საუკეთესო ოთხეულში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ.
იბერია 1999-მა დავით პეტრიაშვილი არენაზე გორის დილა მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა. გორელებმა 2-ჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა იბერიამ მე-3 ჯერზე შეძლო წინ გასვლა და საბოლოოდ 3 ქულის მოპოვება.
მასპინძელთა მხრიდან გოლები გიორგი კოხრეიძემ, ოთო მამაგეიშვილმა და იური ტაბატაძემ გაიტანეს, დილაში კი თავი გიორგი გაფრინდაშვილმა და ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინეს.
მეორე მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ტორპედომ დინამო ბათუმი მიიღო და 1-0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ნიკოლა ნინკოვიჩმა გაიტანა.
ეს გამარჯვებები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო იბერიასა და ტორპედოსთვის. 32 მატჩის შემდეგ თბილისური გუნდი 67 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია, მეორე ადგილზე მყოფ ტორპედოს კი მხოლოდ 3-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.
დინამო ბათუმის დღევანდელი წაგებით შეიძლება ითქვას, რომ სამეულში ადგილი ფაქტიურად გაინაღდა გორის დილამ. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დილასა და დინამოს შორის სხვაობა 10 ქულაა.
აი, რასაც ჯერ ვერ ვიტყვით, ჩემპიონის ვინაობაა. იბერია 1999 და ტორპედო ქუთაისი ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
გუნდების კალენდარი დარჩენილ 4 ტურში ასეთია:
დინამო ბათუმი - იბერია
იბერია - კოლხეთი
გაგრა - იბერია
იბერია - სამგურალი
კოლხეთი - ტორპედო
ტორპედო - გაგრა
სამგურალი - ტორპედო
ტორპედო - თელავი
საქართველოს ჩემპიონატი 8 დეკემბერს დასრულდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები