Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ენდრიკმა პელესთან შედარების გამო გაოცება გამოთქვა.
„ეს ყოველთვის სიგიჟედ მეჩვენებოდა. სიმართლეს ვიტყვი - როცა უფრო პატარა ვიყავი, ასე 16 წლის, სოციალურ ქსელებს აქტიურად ვკითხულობდი. იქ მუდმივად მადარებდნენ ვიტორ როკეს, პელეს. ბიჭებო, შეშლილები ხართ. პელე არის პელე.
არ ღირს ჩემი ვინმესთან შედარება - ჩემი აზრით, ეს არ არის ლამაზი. ყველას თავის იისტორია და თავისი გზა აქვს - ვინ საიდან მოდის, ვის რისი გავლა უწევს, რომ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობა მიეცეს, მაგრამ ხალხი მაინც შედარებებს აგრძელებს.
უბრალოდ მიეცით ისტორიას განვითარების საშუალება. ბრაზილიელებმა მხარი უნდა დაგვიჭირონ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენ კვლავ უყურებდეთ ნაკრების თამაშებს და მხარს უჭერდეთ მას. ჩვენ სწორედ ეს გვინდა და არა ერთმანეთთან შედარებები.“ - აღნიშნა რეალის და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
21 საათის წინ
1 დღის წინ
19 საათის წინ
2 დღის წინ