სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის და ბრაზილიის ნაკრების მცველი, ედერ მილიტაო ტრავმირებულია.
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბიდან ნაკრებში ჩასულ ფეხბურთელს კუნთის პრობლემები აღმოაჩნდა.
მილიტაო მომდევნო ორ მატჩში ბრაზილიის ნაკრებს ვერ დაეხმარება და რეალის განკარგულებაში ბრუნდება, სადაც სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს.
ტრავმის სიმძიმე მოგვიანებით გახდება ცნობილი, ისევე როგორც ის, მოუწევს თუ არა ბრაზილიელს რეალის მატჩების გამოტოვებაც.
ამჟამად რეალის ტრავმირებულთა სიაში მილიტაოს გარდა ჩუამენი, ფერლან მენდი, დავიდ ალაბა, დანი სებალიოსი, ჯუდ ბელინგემი და ედუარდო კამავინგაც არიან.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები