Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში -97 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გივი მაჭარაშვილი წარსდგა.
1/4 ფინალში ქართული დაპირისპირება შედგა, მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე იყო.
მაჭარაშვილმა მოწინააღმდეგე დამაჯერებლად დაამარცხა და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა, საბოლოო ანგარიშად 11-0 დაფიქსირდა.
გივის მეტოქე 1/2 ფინალში აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი იქნება, რომელმაც პოლონელი ბარანოვსკი დაამარცხა 7-2. 1/2 ფინალური შეხვედრები დღეს 20:15-დან დაიწყება.
ქართველმა ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც სამხრეთ აფრიკელ ნიკოლაას იოჰანეს დე ლანგეს დაუპირისპირდა. მაჭარაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე 12-2 დაამარცხა.
-65 კგ. წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილმა იასპარეზა. 1/8 ფინალურ ეტაპზე ქართველი სომეხ ვაზგენ ტევანიანს დაუპირისპირდა და უშანსოდ 11-0 დამარცხდა.
ტევანიანის ფინალში გასვლის შემთხვევაში ძებისაშვილი რეპეშაჟში გააგრძელებდა ასპარეზობას, თუმცა სომეხი 1/4 ფინალში დამარცხდა და გოდერძი პარიზის ოლიმპიადას გამოეთიშა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები