Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ძალოსნობაში -102 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსება ირაკლი ჩხეიძემ დაიცვა.
ქართველმა ატაცში 179 კგ. დააფიქსირა, აკვრაში კი - 214 კგ. ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 393 კგ. მიითვალა და მე-5 ადგილზე გავიდა.
ოლიმპიური ჩემპიონი ჩინელი ჰუანჰუა ლიუ გახდა, რომელმაც ჯამში 406 კგ. დააფიქსირა, 2 კგ-ით ჩამორჩა მას უზბეკი აკბარ ჯურაევი, რომელიც ვერცხლის მედალს დასჯერდა, 402 კგ-ით კი ბრინჯაოს პრიზიორი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ციხანცოუ გახდა.
მე-4 ადგილზე სომეხი გარიკ კარაპეტიანი გავიდა, რომელმაც ჩხეიძეს 5 კგ-ით აჯობა. შესამჩნევი იყო, რომ ქართველს ტრავმაც აწუხებდა, რამაც უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში ხელი შეუშალა.
22:30-დან +102 კგ. წონით კატეგორიაში მე-3 ოლიმპიური ოქროს მოსაგებად ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები