სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
27 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენების წარმატებული გამოსვლა გრძელდება.
დღეს პარაძიუდოში საქართველოს სახელით 2 წარმომადგენელი გამოვიდა. კაცთა -90 კგ. წონით კატეგორიაში 1/8 ფინალიდან დაიწყო ასპარეზობა ლაშა ყიზილაშვილმა, რომელმაც ყაზახი გალიმჟან სმაგულული იპონით დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ელიოს ლაჩუმანაიასთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.
რეპეშაჟში ყიზილაშვილის მოწინააღმდეგე ბრიტანელი ივან მოლოი იყო, რომელსაც ქართველმა ვაზარითა და იპონით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც უზბეკ დავურხონ კარომატოვს შეხვდება.
+90 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით რევაზ ჩიკოიძე წარსდგა, რომელმაც ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყო და ინდონეზიელი ტონი რიკარდო მანტოლასი იპონით დაამარცხა. 1/2 ფინალში ჩიკოიძის მეტოქე ყაზახი ჟურკამირზა შუკურბეკოვი იყო, რომელსაც ასევე იპონით სძლია და ფინალში გავიდა, სადაც თურქ იბრაჰიმ ბოლუქბაშის დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი 17:30 საათიდან დაიწყება.
რევაზ ჩიკოიძემ საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე მე-8 მედალი გაუნაღდა - ანა ჯაფარიძე (ბრინჯაო), გიგა ოჩხიკიძე (ოქრო), ნინო თიბილაშვილი (ბრინჯაო), ვლადიმერ ჭინჭარაული (ვერცხლი), ზურაბ ზურაბიანი (ვერცხლი), გიორგი ქალდანი (ვერცხლი), ინა ქალდანი (ბრინჯაო), რევაზ ჩიკოიძე (ოქრო ან ვერცხლი).
ქალდანების ოჯახმა პარალიმპიადაზე საქართველოს კიდევ 2 მედალი მოუტანა
იმედია, მე-9 მედალს საქართველს ლაშა ყიზილაშვილიც მოუტანს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები