Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მესამე ტურში კარლსრუემ ელვერსბერგს უმასპინძლა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მოედანზე 86 წუთი გაატარა.
ქართველმა თავდამსხმელმა თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა, როცა 48-ე წუთზე მეტოქე დააპრესინგა და საჰაერო ბრძოლა მოუგო, რის შემდეგაც თანაგუნდელ ფაბიან შლოისენერს თავისუფალ სივრცეში პასი მისცა, გერმანელმა მოთამაშემ კი არსებული უპირატესობა გამოიყენა და ერთი ერთზე გასულმა მეკარეს აჯობა, რის შემდეგაც ანგარიში 2-1 გახდა.
ამის შემდეგ მე-60 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა 75-ე წუთზე კარლსრუემ მაინც შეძლო გამარჯვების გოლის გატანა. მარვინ ვანიცეკის პასის შემდეგ თავი ანდრინ ჰანციკერმა გამოიჩინა.
საბოლოოდ მასპინძლებმა 3-2 იმარჯვეს და 3 ტურის შემდეგ 7 ქულით დაუმარცხებლები არიან.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ქართველმა თავდამსხმელმა Sofascore-სგან 7.2 შეფასება მიიღო და თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მეორე ბუნდესლიგის ახლად დაწყებულ სეზონში ბუდუს ანგარიშზე 3 ტურში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა და ბომბარდირთა დავის სათავეშია.
მომდევნო შეხვედრას კარლსრუე პირველ აგვისტოს ბრაუნშვაიგთან სტუმრად გამართავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები