Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
27 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მომავალ ზაფხულს ბარსელონამ შესაძლოა ორი გერმანელი ფეხბურთელის, ჯონატან ტას და იოზუა კიმიხის უფასოდ დამატება სცადოს.
ორივე ფეხბურთელს თავის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულს ეწურება და ტამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ლევერკუზენში დარჩენას არ აპირებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელები ტას ტრანსფერით ამ ზაფხულსაც ინტერესდებოდნენ, თუმცა შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. არ არის გამორიცხული, კლუბი მის ვარიანტს მომდევნო წელს მიუბრუნდეს, როცა ის თავისუფალი აგენტი გახდება და ახალი კლუბის არჩევა დამოუკიდებლად შეეძლება.
ინტერესს იჩენს ბარსელონა იოზუა კიმიხის მიმართაც, რომელმაც ბაიერნი შესაძლოა მომავალ ზაფხულს ასევე უფასოდ დატოვოს. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელით ჰანსი ფლიკია მოხიბლული, რომელსაც მასთან ბაიერნში აქვს ნამუშევარი.
კიმიხი ამჟამად ბაიერნთან აწარმოებს ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს და კლუბის ხელმძღვანელობა მისი შენარჩუნების იმედს გამოთქვამს, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება მხარეებს შორის მიღწეული არ არის, რაც ევროპული გრანდების მხრიდან ინტერესს ზრდის.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები