Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლონდონის ჩელსი მადრიდის რეალისგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისთვის 5 მილიონ ფუნტს მიიღებს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს რეალმა აზართან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა, კლუბებს შორის შეთანხმებული ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაშია.
შესაბამისად, რეალი ჩელსის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისთვის 5 მილიონ ფუნტს გადაუხდის.
ედენ აზარი რეალში 2019 წელს ჩელსიდან 115 მილიონ ევროდ გადავიდა, კლუბებს შორის გარკვეული ბონუსებიც იქნა შეთანხმებული და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა სწორედ ერთ-ერთი ასეთია.
გამომდინარე იქიდან, რომ ნაადრევად გაწყვეტის გარეშე აზარის კონტრაქტი რეალთან წელს ამოიწურებოდა, ჩელსისა და მადრიდულ კლუბს შორის გაფორმებული შეთანხმების ვადაც წელს იწურება.
შეგახსენებთ, რომ რეალმა აზარი გასულ ზაფხულს ნაადრევად გაუშვა, რის შემდეგაც შემოდგომაზე ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
1 დღის წინ
19 საათის წინ
2 დღის წინ
2 დღის წინ