Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ტრანსფერი გამორიცხა.
იწერებოდა, რომ მიუნხენელთა სამიზნე ლევერკუზენის ცენტრალური მცველი, ჯონათან ტა იყო. თუმცა, როგორც ჩანს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ბაი არენაზე დარჩება.
„სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ფეხბურთელს აღარ დავიმატებთ. შესაძლოა, ერთმა მოთამაშემ დაგვტოვოს, სულ ეს არის.“ - ციტირებს ებერლის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
მატეის დე ლიხტის მანჩესტერში გაყიდვის შემდეგ, იწერებოდა, რომ ტა ბაიერნს უახლოვდებოდა, თუმცა ლევერკუზენმა 25-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ბავარიულმა კლუბმა ტრანსფერზე უარის თქმა გადაწყვიტა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები