სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
27 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კრიტიკასთან თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„მარცხი - სამწუხარო მომენტია, მაგრამ ასევე პერიოდი, როცა შეიძლება სცადო და რაღაც გააუმჯობესო. წამოდგომა უნდა სცადო, ისევე, როგორც ცხოვრებაში. გამარჯვებას ნამდვილი სიხარული ვერ მოაქვს, მას უფრო აღვიქვამ როგორც შვებას, იმიტომ რომ სამ დღეში კიდევ ერთი გამოცდა გელის და კრიტიკა შეიძლება დაბრუნდეს.
კრიტიკა გკაწრავს, თუ თვითკრიტიკა არ გამოგდის. თუ შეგიძლია, მაშინ სხვისი კრიტიკა მეორეხარისხოვანი ხდება.
მკვეთრი წარმოდგენა უნდა გქონდეს იმაზე, რა უნდა გააკეთო. მნიშვნელოვანია მოუსმინო შენს დამხმარეს, ფეხბურთელებს... ზეწოლის ან მცირე სტრესის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. სტრესი არ უნდა იყოს ზედმეტად ბევრი, მაგრამ მცირე დოზით - ეს საწვავია. კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა მატჩების წინ ამ მცირე მღელვარებას და საწვავს ვეღარ ვიგრძნობ.
მატჩის წინ მიჩნდება მცირე მღელვარება, ნეგატიური შეგრძნებები, რომ ყველაფერი არასწორად გაკეთდება, რომ გოლს გაგვიტანენ. მაგრამ, როგორც კი თამაში იწყება, ეს შეგრძნება ქრება. შესაბამისად, ასეთ სიტუაციებთან გასამკლავებლად სულიერი სიმშვიდე უნდა მოიპოვო." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები