Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდი შანსია, ახალ სეზონში მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი კვლავ თომას ტუხელი იყოს.
მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ტუხელის აგენტთან მწვრთნელის დარჩენაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ბაიერნს ყველა სასურველი ვარიანტი ჩაუვარდა და მას შემდეგ, ხელმძღვანელობამ ტუხელის დარჩენაზე დაიწყო მუშაობა.
Bild-ი წერს, რომ გუნდის ლიდერებს - ჰარი კეინს, ლეროი სანეს, ჯამალ მუსიალას, მანუ ნოიერს და სხვებს ტუხელის დარჩენა ურჩევნიათ.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, გერმანელის აგენტი ოლაფ მანკინგი ბაიერნის ოფისებში შეამჩნიეს, სადაც ის ტუხელის დარჩენაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
რამდენიმე თვის წინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტუხელი სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
19 საათის წინ
4 დღის წინ