Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიკელ არტეტამ განმარტა, რატომ ჰქონდა მის გუნდს სიტისთან მატჩში ბურთის ფლობა 27%.
ეტიჰადზე გამართული შეხვედრა დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა - არსენალი ბურთს მხოლოდ 27% ფლობდა და კარში ორჯერ დაარტყა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
„ზოგჯერ ასე ხდება როცა ადაპტირებას ცდილობ და ზოგჯერ, როცა ეს აუცილებელია. არის მომენტები, როცა საკუთარი ეგო და იდეოლოგია უნდა გადადო და გააკეთო ის, რაც საჭიროა მატჩის მოსაგებად.
სიტის წინააღმდეგ გუნდი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი იყო და ჭკუით მოქმედებდა. როცა გრძნობ, რომ მოსაგებად ყველაფერი გაქვს, ფრე აღარ გაკმაყოფილებს.
მაგრამ უნდა ხვდებოდე, რომ ჩვენ ვიზრდებით და გარკვეულ მომენტებში საკმარისად ჭკვიანები ვართ, რომ სხვა რაღაცებიც ავითვისოთ." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა, რომლის გუნდის თამაშიც სოც ქსელებში ქომაგებმა ძალიან გააკრიტიკეს.
კომენტარები
1 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ