Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხავიერ ერნანდესი 14-წლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.
22 წლის ჩიჩარიტომ გვადალახარა 2010 წელს დატოვა და მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, სადაც მისი ევროპული კარიერა დაიწყო. 10 წლის განმავლობაში მექსიკელმა წითელი ეშმაკების გარდა, მადრიდის რეალში, ბაიერ ლევერკუზენში, ვესტ ჰემსა და სევილიაში ითამაშა, შემდეგ კი MLS-ს მიაშურა, სადაც 3 წელი ლოს ანჯელეს გალაქსის შემადგენლობაში ასპარეზობდა. ამ პერიოდში ერნანდესი პრემიერ ლიგის ორგზის, ქომუნითი შილდის, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.
ახლა კი 35 წლის თავდამსხმელი მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა, სადაც აღიზარდა და პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
მექსიკელი გულშემატკივრები მას ასე დახვდნენ:
🔴⚪️ ASÍ TE RECIBE ESTA AFICIÓN, @CH14_ ⚪️🔴#HO14CHICHARITO 🐐 pic.twitter.com/umoKHBQXN0
— CHIVAS (@Chivas) January 28, 2024
ჩიჩარიტო 109 მატჩში გატანილი 52 გოლით მექსიკის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
კომენტარები
ლუის სუარესი ურუგვაის დაემშვიდობა
ფეხბურთი