Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
24 წლის პორტუგალიელი შემტევი ჟოაო პედრო ნევეს ფილიპე, უფრო ცნობილი როგორც ჟოტა, კარიერას დიდი ალბათობით ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
მარცხენა ვინგერმა გასულ ზაფხულს სელტიკი დატოვა და საუდის არაბეთს მიაშურა, სადაც ალ იტიჰადის რიგებში ჩაირიცხა. თუმცა, ლეგიონერების ლიმიტის გამო, კლუბმა ის მალევე ლიგის განაცხადიდან ამოწერა და სეზონის პირველი ნახევარი პორტუგალიელმა პრაქტიკულად თამაშის გარეშე გაატარა.
როგორც ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება, ფეხბურთელის ევროპაში დაბრუნებაზე ვესტ ჰემი მუშაობს, რომელმაც თავად ჟოტასთან პირად კონტრაქტზე უკვე მოილაპარაკა, ახლა კი კლუბების შეთანხმებას ელოდება.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და ყველა იმედოვნებს, რომ შეთანხმება მალევე იქნება მიღწეული.
თავად ჟოტა ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმშია და მზადა, მწვანე შუქის შემთხვევაში ბრიტანეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდეს.
კომენტარები
20 საათის წინ
3 დღის წინ
22 საათის წინ
2 დღის წინ