Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე რაუნდში გავიდა.
სერბმა ადგილობრივი ალექსეი პოპირინი 4 სეტში დაამარცხა (6-3, 4-6, 7-6, 6-3) და 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ტომას მარტინ ეჩევერი იქნება, რომელმაც თავის მხრივ გაელ მონფილსთან შეხვედრა 3 სეტში მოიგო.
საინტერესოა, რომ მოქმედმა ჩემპიონმა 1 სეტი რეიტინგის 187 ნომერ დინო პრიზმიჩთანაც დათმო, რომელსაც პირველ რაუნდში შეხვდა.
ჯოკოვიჩი ეჩევერის დაძლევის შემთხვევაში 1/8 ფინალში ადრიან მანარინოსა და ბენ შელტონს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ავსტრალიის ღია პირველობა 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
კომენტარები
21 საათის წინ
20 საათის წინ
13 დღის წინ
8 დღის წინ