შესვლა

burger

ჟირონამ სევილია გაანადგურა

ფონტის ზომა
TT

ლა ლიგის 21-ე ტურის შეხვედრაში ჟირონამ სევილია გაანადგურა.

 

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ანდალუსიელებმა ისააკ რომეროს გოლით გახსნეს, ამის შემდეგ კი სტუმრებისთვის საქმე ცუდად წავიდა.

 

მე-13, მე-15 და მე-19 წუთებზე არტემ დოვბიკმა სევილიელთა კარის ბადე 3-ჯერ შეარხია და 6-წუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

 

უკრაინელი თავდამსხმელი ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში ჯუდ ბელინგემს დაეწია და ინგლისელთან ერთად 14 გოლით პირველ ადგილს იყოფს.

 

მეორე ტაიმში მე-2 უკრაინელმაც შეძლო გოლის გატანა, 56-ე წუთზე სავიოს პასის შემდეგ მეტოქის კარი ვიქტორ ციგანკოვმა აიღო. ბრაზილიელმა მანამდე დოვბიკსაც გაატანინა.

 

მატჩს საბოლოო წერტილი ვეტერანმა კრისტიან სტუანიმ დაუსვა, ჟირონამ კი სევილია 5-1 გაანადგურა.

 

კატალონიელებმა ამ გამარჯვებით ლა ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს, რეალი მათ 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩიც აქვთ რეზერვში.

 

რაც შეეხება სევილიას, ანდალუსიელები 16 ქულით მე-17 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.