Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 22-ე ტურს ვულვზისა და მანჩესტერ იუნაიტედის მატჩი დახურავს.
ვულვზი - მანჩესტერ იუნაიტედი (00:15) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე
ვულვზს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ჟოაო გომეში უბრუნდება. გუნდს კვლავ დააკლდებან სამხრეთ კორეელი ჰვან ჰი-ჩანი და მალელი ბუბაკარ ტრაორე, რომლებიც სანაკრებო ტურნირებზე ასპარეზობენ.
მიუხედავად შიდა დისციპლინური საკითხებისა მანჩესტერ იუნაიტედის განაცხადში იქნება მარკუს რაშფორდი, შემტევმა FA თასზე ნიუპორტთან მატჩი გამოტოვა.
გუნდს უბრუნდება ანდრე ონანა, რომლის კამერუნიც აფრიკის თასს გამოეთიშა, აფრიკიდან დაბრუნებას ვერ ასწრებს მაროკოელი სოფიან ამრაბატი, რომელიც ასევე დაემშვიდობა ტურნირს.
ისევ ვერ ახერხებენ თამაშს ანტონი მარსიალი და მეისონ მაუნტი.
ვულვზი
ვულვზმა ამ სეზონის გახსნითი 5 მატჩიდან 4 წააგო, თუმცა შემდეგ 16 შეხვედრაში მხოლოდ 4 მარცხი განიცადა (7 მოგება, 5 ფრე).
გუნდს უკვე 30 გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, რაც ერთით ნაკლებია მთლიანი წინა სეზონის შედეგზე.
ვულვზმა სახლში ჩატარებულ ზედიზედ 17 მატჩში შეძლო გოლის გატანა, რაც მათი ყველაზე გრძელი სერიაა 1968 წლის შემდეგ.
გარი ო'ნილის გუნდი სახლში ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში დაუმარცხებელია (5 მოგება, 3 ფრე), ბოლოს მგლებმა ლივერპულთან 1-3 წააგეს 16 სექტემბერს.
ო'ნილმა პრემიერ ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედთან სამივე მატჩი წააგო (ბორნმუთი, ვულვზი). წითელ ეშმაკებს მისმა გუნდებმა გოლიც კი ვერ გაუტანეს.
მანჩესტერ იუნაიტედი
წითელმა ეშმაკებმა ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს და 1 ქულა მოიპოვეს (1 ფრე, 3 წაგება).
მათ თებერვალში პრემიერლიგური შეხვედრა 2018 წლის შემდეგ არ წაუგიათ. გუნდს ამ თვეში მას შემდეგ 22 მატჩი აქვს ჩატარებული (13 მოგება, 9 ფრე).
მიმდინარე სეზონში მანჩესტერ იუნაიტედზე (9) ცოტა გოლი გასვლაზე მხოლოდ შეფილდ იუნაიტედს აქვს გატანილი.
ამ სეზონში წითელმა ეშმაკებმა 10-დან 9 მატჩი ერთბურთიანი სხვაობით მოიგეს.
მარკუს რაშფორდს პრემიერ ლიგაში ხუთშაბათ დღეს 7 გოლი აქვს გატანილი, უფრო კარგი შედეგი მხოლოდ ჰარი კეინს უფიქსირდება (10).
ურთიერთშეხვედრები
ვულვზის მოგებული მატჩი ჟოაო მოუტინიოს გოლით ოლდ ტრაფორდზე (2022 წლის 3 იანვარი) ერთადერთი გამარჯვებაა გუნდების ბოლო 11 ურთიერთშეხვედრაში (თასზე და ჩემპიონატში - 3 ფრე, 7 წაგება).
წითლებმა მეტოქე პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 7-დან 6 შემთხვევაში დაამარცხეს.
ბოლო 10 ურთიერთშეხვედრაში გუნდებმა მხოლოდ 11 გოლის გატანა შეძლეს.
კომენტარები
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ