შესვლა

burger

იტალიის სუპერთასის ფინალში ნაპოლის მეტოქე ინტერი იქნება

ფონტის ზომა
TT

იტალიის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში ინტერმა ლაციო გაანადგურა.

 

შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართა და ნერაძურის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

 

ანგარიში მე-17 წუთზე მარკუს ტურამმა გახსნა, 49-ზე ჰაკან ჩალჰანოღლუმ პენალტი ზუსტად შეასრულა, 87-ზე კი ფრატეზიმ მხითარიანის პასით წერტილი დასვა.

 

ამ დამაჯერებელი გამარჯვებით ინძაგის გუნდი სუპერთასის ფინალში გავიდა, სადაც 22 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ ანალოგიური ანგარიშით ფიორენტინა გაანადგურა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.