შესვლა

burger

იტალიის ბოლო ორი ჩემპიონის შერკინება - ხვიჩა ნაპოლისთან სტატისტიკის გაუმჯობესებას ეცდება

ფონტის ზომა
TT

იტალიის სერია ა-ს 24-ე ტურში ქვეყნის ბოლო ორი ჩემპიონი, მილანი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან.


მილანი, სტადიონი სან სირო, თბილისის დროით 23:45, მილანი VS ნაპოლი


მილანი

 


მიმდინარე სეზონში, სტეფანო პიოლის გუნდი სერია ა-ში საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება. მართალია, ჩემპიონთა ლიგის სიკვდილის ჯგუფიდან გასვლა ვერ მოხერხდა, მაგრამ გუნდი ამ ეტაპზე ოთხეულში სტაბილურად იკავებს ადგილს და მეხუთე ადგილს 11 ქულით უსწრებს, რაც საკმაოდ სოლიდური უპირატესობაა განვლილი 23 ტურის შედეგად.


ბოლო მატჩებშიც როსონერი საუცხოო ფორმაშია - გუნდმა ჩემპიონატში უკანასკნელი 5 მატჩში 4 გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ ფრე ითამაშა (ბოლონიასთან შინ 2:2), ისიც ისე, რომ იმ მატჩშიც ორი პენალტი ვერ გამოიყენა და შეიძლება ითქვას, ძალით ვერ მოიგო.


მიუხედავად სტაბილური თამაშის და ნორმალური შედეგებისა, სტეფანო პიოლის მომავალი მაინც ჰაერშია გამოკიდული. სულ უფრო და უფრო მეტი იწერება იმაზე, რომ სან სიროზე შესაძლოა ანტონიო კონტე მივიდეს, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ ტოტენჰემიდან გაშვების შემდეგ, უმუშევარია.


ნაპოლი

 


ერთი არასტაბილური გუნდის დასახელება რომ გთხოვონ, ამ სეზონის ნაპოლი შეგიძლიათ თამამად თქვათ, მოქმედი ჩემპიონი კარგ შედეგებს ცუდით ანაცვლებს, მოგებების შემდეგ ფრეს თამაშობს და ასე გრძელდება ჩემპიონატის დაწყებიდან.


ბოლო ხუთ მატჩში ხვიჩას გუნდმა 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთხელ წააგო (ტორინოსთან 0:3). შედეგად, ვალტერ მაძარის გუნდი მე-8 ადგილს იკავებს 35 ქულით, თუმცა ევროტურნირების ზონა არც ისე შორს არი. მაგალითად, დღეს მოგების შემთხვევაში, ნეაპოლელებს აქვთ შანსი ქულებით მეხუთეადგილოსან რომას გაუთანაბრდნენ. შესაბამისად, ყველაფერი დაკარგული ნამდვილად არ არის.


ხვიჩა კვარაცხელია VS მილანი

 


წინა ტურში ნეაპოლელებს ვერონასთან გამარჯვება ბოლო წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლით გაუტანა. სამწუხაროდ, ხვიჩას ჯერჯერობით მილანის კარში გოლი არასდროს არ გაუტანია.


ქართველმა ვარსკვლავმა როსონერის წინააღმდეგ კარიერაში 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 2-ჯერ დამარცხდა.


არბიტრი: დანიელე დოვერი

 

 

იტალიელი მსაჯისთვისთვის ეს ამ სეზონში სერია ა-ში მხოლოდ მე-10 განსჯილი მატჩი იქნება, კიდევ სამჯერ მან სერია ბ-ს თამაში წაიყვანა. 

 

დოვერის ყვითელი ბარათების გამოყენება ძალიან უყვარს - ამ სეზონში მან 12 მატჩში 48-ჯერ ამოიღო გაფრთხილება, 2-ჯერ ფეხბურთელს პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა, კიდევ 3-ჯერ კი უკვე გაფრთხილებულ მოთამაშეს მეორე ყვითელიც დააწია და ასევე გააძევა.

 

ბოლო თამაში, რომელზეც დოვერიმ იმუშავა - ლეჩე იუვენტუსი (0:3) იყო 21 იანვარს, რომელშიც მან მხოლოდ ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

 

ნაპოლის თამაშზე ამ სეზონში დოვერის არ უმუშავია, მილანისაზე კი ერთხელ მოუწია - 22 დეკემბერს სალერნიტანასთან (2:2) – 4 ყვითელი ბარათით.

 

ურთიერთშეხვედრები

 

მილანსა და ნაპოლის შორის ეს 39-ე დაპირისპირება იქნება. აქამდე გამართულ 38 შეხვედრაში მილანმა 11 მოიგო, ნაპოლიმ 13, კიდევ 14 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. 

 

38 მატჩში მილანმა მეტოქეს 49 გოლი გაუტანა, ნაპოლიმ კი - 50. 

 

პირველ წრეში გამართული მატჩი დიეგო მარადონაზე გუნდებმა ფრედ, 2:2 დაასრულეს.

 

სავარაუდო შემადგენლობები: 

 

მილანი: მენიო, კალაბრია, კიაერი, გაბია, ტეო ერნანდესი, ადლი, ბენასერი, პულიშიჩი, ლოფტუს ჩიკი, ლეაუ, ჟირუ

 

 

ნაპოლი: გოლინი, ოსტიგორი, რაჰმანი, ჟესუსი, დი ლორენცო, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე.

 

 

დანაკლისი: რეინდერსი (დისკვალიფიკაცია), კალულუ, პობეგა, ტომორი, ტიაუ (ტრავმა) - მარიო რუი (დისკვალიფიკაცია), მერეტი (ეჭვქვეშ არის).


 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.