შესვლა

burger

ინტერი წინ გაიქცა - იტალიური დერბის ბედი ავტოგოლმა გადაწყვიტა

ფონტის ზომა
TT

სერია ა-ს 23-ე ტურის და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში ინტერმა საკუთარ კედლებში იუვენტუსი დაამარცხა.

 

შეხვედრა სტადიონ ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და მასპინძელი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

 

მატჩის ბედი 43-ე წუთზე ფედერიკო გატის ავტოგოლმა გადაწყვიტა. თამაში მეტწილად თანაბარი გამოვიდა და ორივე გუნდი გარდამავალ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

 

ინტერმა 57 ქულა დააგროვა და იუვენტუსს 4 ქულით გადაუსწრო. თანაც, სიმეონეს გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად +7 ქულით წინ არის.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.