შესვლა

burger

ინტერი ალეგრის განცხადებამ გააბრაზა - მწვრთნელმა მილანელები ქურდებს შეადარა

ფონტის ზომა
TT

ინტერში იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის განცხადებაზე გაბრაზდნენ.

 

სასუოლოსთან სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების (3:0) შემდეგ, მასიმილინო ალეგრიმ სკუდეტოსთვის ბრძოლა ქურდებისა და პოლიციელების თამაშს შეადარა.

 

„ქურდები გარბიან, პოლიციელები მისდევენ...“, - თქვა იტალიელმა თამაშის შემდგომ პრესკონფერნეციაზე.

 

ინტერში, რომელიც ამჟამად სერია ა-ს პირველ ადგილს იკავებს და ალეგრის ანალოგიაში ქურდის როლს ასრულებდა, მწვრთნელის სიტყვებით განცვიფრებულები არიან. მათი აზრით, იუვენტუსის სპეციალისტმა მსგავსი შედარება სპეციალურად გააკეთა. თუმცა, ტურინულ კლუბში ამას უარყოფენ.

 

შეგახსენებთ, რომ ინტერს 20 მატჩში 51 ქულა აქვს, იუვენტუსს კი - 49.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.