შესვლა

burger

ინდიან უელსზე ფინალისტები გაირკვნენ

ფონტის ზომა
TT

ინდიან უელსის 1000-ქულიანი მასტერსის 1/2 ფინალურ ეტაპზე საინტერესო მატჩები შედგა.

 

პირველ წყვილში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი იანიკ სინერს დაუპირისპირდა. პირველი სეტი იტალიელმა მოიგო, თუმცა ესპანელმა შეძლო თამაშის მოტრიალება და მეტოქეს 3 სეტში სძლია (6-1, 3-6, 2-6).

 

იმავე სცენარით წარიმართა მეორე 1/2 ფინალური მატჩიც. ამერიკელმა ტომი პოლმა პირველ სეტში დანილ მედვედევთან იმარჯვა, თუმცა რუსმა შეხვედრა მაინც მოიგო (6-1, 6-7, 2-6).

 

შესაბამისად, ფინალში ალკარასი და მედვედევი გავიდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინდიან უელსზე შარშანდელი ფინალური შეხვედრის რემატჩი შედგება.

 

წინა წელს ესპანელმა რუსი 2 სეტში დაამარცხა და მასტერსის ჩემპიონი გახდა.

 

ფინალი 18 მარტს 01:00-ზე გაიმართება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.