შესვლა

burger

იამალის გმირობების მიუხედავად, ბარსელონამ აუთსაიდერს უხვგოლიან მატჩში მაინც ვერ აჯობა

ფონტის ზომა
TT

ლა ლიგის 24-ე ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში გრანადას ვერ მოუგო.

 

შეხვედრა სტადიონ მონტჟუიკზე გაიმართა და ფრედ 3:3 დასრულდა.

 

მე-14 წუთზე ანგარიში ახალგაზრდა ლამინ იამალმა გახსნა, თუმცა ბარსამ ტაიმი ვერ მოიგო - 43-ე წუთზე პელისტრის ასისტით სანჩესმა ტერ შტეგენის კარი აიღო და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაუშვა.

 

მე-60 წუთზე პელისტრიმ ასისტს გოლიც მიამატა და ამჯერად გრანადა დაწინაურდა, თუმცა სტუმართა სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - 63-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში კვლავ გაათანაბრა და ბარსა თამაშში დააბრუნა.

 

კატალონიელთა კოშმარი დაცვაში ამჯერადაც გაგრძელდა და საპასუხო გოლიდან კიდევ სამ წუთში, მიკელმა გრანადა კიდევ ერთხელ დააწინაურა - 2:3.

 

საბოლოოდ მატჩში წერტილი ისევ იამალმა დასვა, რომელმაც 81-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ბრწყინვალედ გაისროლა და ანგარიში მატჩში მესამედ გაათანაბრა.

 

დარჩენილ დროში ბარსამ უპირატესობა გოლად ვეღარ გადააქცია და კიდევ ერთხელ დაკარგა ქულები - 24 ტურის შემდეგ გუნდი 51 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ მადრიდის რეალს 10-ით, მეორეადგილოსან ჟირონას კი 5 ქულთ ჩამორჩება.

 

რაც შეეხება გრანადას, გუნდს 2 მოგება, 7 ფრე და 15 მარცხი აქვს და მხოლოდ 13 ქულით მე-19 ადგილს იკავებს.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.