შესვლა

burger

ჰალანდი და დე ბრუინი VS საკა და ოდეგორი - პოტენციურად საჩემპიონო მატჩი პრემიერ ლიგაში

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის 30-ე ტურში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები დაუპირისპირდებიან.

 

ხოსეპ გვარდიოლა საკუთარ კედლებში თავის ცნობილ მოსწავლეს, მიკელ არტეტას მიიღებს.

 

მან სიტი - ლივერპული [19:30] - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.

 

პეპის გუნდს მანუელ აკანჯი, კევინ დე ბრუინი, მათეუს ნუნიესი და ედერსონი უბრუნდებიან, სამაგიეროდ ვერ დაეხმარებიან ჯონ სთოუნსი და კაილ უოკერი, ორივემ ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო.

 

არტეტას თქმით, დიდი შანსია, სიტისთან მატჩისთვის მზად გაბრიელ მაგალაეშიც, ბუკაიო საკაც და გაბრიელ მარტინელიც იყვნენ, რომლებსაც აქამდე დაზიანებები აწუხებდათ.

 

ბრენტფორდთან მატჩის გამოტოვების შემდეგ, კარში დავიდ რაია დაბრუნდება.

 

მან სიტი

 

მანჩესტერ სიტი ეტიჰადზე 38 მატჩია დაუმარცხებელია [ყველა ტურნირზე] - 33 გამარჯვება და 5 ფრე

 

პეპ გვარდიოლას გუნდს მიმდინარე საშინაო რეკორდი აქვს - სიტი ზედიზედ 57 საშინაო მატჩია მინიმუმ ერთი გოლის გატანას ახერხებს

 

სიტი პრემიერ ლიგის მოქმედ ლიდერთან შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას უკვე 5 მატჩია ვერ ახერხებს - 3 ფრე და 2 მარცხი

 

გვარდიოლამ არსენალი კარიერაში 16-ჯერ დაამარცხა, რაც ბარნლის (17) შემდეგ, მის კარიერაში საუკეთესო შედეგია

 

ერლინგ ჰალანდმა ბოლო 16 მატჩიდან 11-ში [კლუბის და ნაკრების მაისურით] მოედანი უგოლოდ დატოვა

 

კევინ დე ბრუინს სიტის მაისურით მე-100 გოლის გასატანად დღეს დუბლი სჭირდება.

 

არსენალი

 

არსენალმა პრემიერ ლიგაში 2024 წელს 8-ვე მატჩი მოიგო, 33 გოლი გაიტანა და მხოლოდ 4 გაუშვა, უკანასკნელად ამხელა სერია მეთოფეებს დაუმარცხებელ სეზონში ჰქონდათ, როცა 2004 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ვენგერის გუნდმა ზედიზედ 9 მატჩი მოიგო

 

მეთოფეებმა პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონთან ბოლო 19 გამართულ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს და ბოლო ზედიზედ 5 მატჩი წააგეს

 

მიკელ არტეტას გუნდმა ზედიზედ 3 გასვლით მატჩში მოახერხა 5 ან მეტი გოლის გატანა

 

არსენალი 2005 წლის მაისის შემდეგ პირველად უმიზნებს ზედიზედ მე-4 გასვლით მატჩში კარის მშრალად შენახვას

 

კაი ჰავერცი შეიძლება გახდეს არსენალის პირველი ფეხბურთელი ტიერი ანრის [1999-2000] შემდეგ, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში გოლის გატანა ზედიზედ ხუთ მატჩში მოახერხა.

 

ურთიერთშეხვედრები:

 

მანჩესტერ სიტიმ არსენალს ზედიზედ 8 საშინაო შეხვედრა მოუგო მას შემდეგ, რაც 2016 წლის მაისში გუნდებმა ეტიჰადზე ფრე (2:2) ითამაშეს

 

სეზონის პირველი მატჩი ემირეითსზე არსენალმა მოიგო, როცა პრემიერ ლიგაში სიტის 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა

 

ჩრდილოეთ ლონდონურ გუნდს მან სიტისთან სეზონური დუბლის [ორივე მატჩის მოგება] 2007/08-სეზონის შემდეგ პირველად შესრულების შანსი აქვს.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

მან სიტი: ედერსონი, აკანჯი, დიასი, აკე, გვარდიოლი, როდრი, დე ბრუინი, ბერნარდო, ფოდენი, დოკუ, ჰალანდი.

 

არსენალი: რაია, უაითი, გაბრიელი, სალიბა, კივიორი, ჟორჟინიო, რაისი, ოდეგორი, საკა, ჰავერცი, ჟესუსი.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.