შესვლა

burger

ჰალანდი ბრუნდება - სიტი აუტსაიდერს უმასპინძლებს

ფონტის ზომა
TT

პრემიერ ლიგის მორიგ მატჩში მანჩესტერ სიტი ბარნლის დაუპირისპირდება.

 

მანჩესტერ სიტი - ბარნლი (23:30) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე

 

დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება ერლინგ ჰალანდი. პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ნორვეგიელი მატჩის განაცხადში იქნება.

 

კევინ დე ბრუინი კი ტრავმის შემდეგ თავის პირველ პრემიერლიგურ სასტარტო შემადგენლობას ელოდება.

 

ბარნლიში მოსალოდნელია დავიდ დატრო ფოფანას დებიუტი, რომელიც გუნდს იჯარის წესით ჩელსიდან შეუერთდა.

 

მანჩესტერ სიტი

 

სიტიმ ყველა ტურნირზე ზედიზედ 7 მატჩი მოიგო და სახლში 31 შეხვედრაა წაუგებელია.

 

გუნდს პრემიერ ლიგის ეგიდით შუა კვირაში სახლში ჩატარებული ზედიზედ 46 თამაში არ წაუგია. ბოლოს ეს 2010 წლის მაისში ტოტენჰემთან მოხდა.

 

მოქმედი ჩემპიონი მიმდინარე სეზონში ეტიჰადზე მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში აგებდა ტოტენჰემთან.

 

პეპ გვარდიოლას შეუძლია ბარნლი მეჩვიდმეტედ დაამარცხოს, რაც მისი საუკეთესო შედეგი იქნება ნებისმიერი კლუბის წინააღმდეგ. სიტის თავკაცს არსენალი ჰყავს დამარცებული 16-ჯერ.

 

მატჩი გამორჩეულია ხულიან ალვარესისთვის, რომელიც დღეს 24 წლის გახდა.

 

მიმდინარე სეზონში ფილ ფოდენის ანგარიშზე მანჩესტერ სიტის სახლში ჩატარებულ 13 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

 

ბარნლი

 

ბარნლის 12 ქულა აქვს. ერთადერთი გუნდი, რომელიც 21 ტურის შემდეგ ამ სიტუაციაში პრემიერ ლიგაში დარჩა ვესტ ბრომვიჩ ალბიონი იყო 2004-05 წლების სეზონში.

 

გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს 18 მატჩში იმ მეტოქეებთან, რომლებიც მათთან ერთად პრემიერ ლიგაში არ ამოსულან.

 

ბარნლიმ პრემიერ ლიგაში ბოლო 18 მატჩი წააგო, რომელშიც პირველი გოლი გაუშვა.

 

ასევე გუნდმა ამ სეზონში 18 ქულა გაანიავა იმ მატჩებში, რომლებშიც იგებდა.

 

აღსანიშნავია, რომ ბარნლის მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანი ეტიჰადზე ბრუნდება. ბელგიელმა სიტიში 360 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 2008-დან 2019 წლამდე 12 ტიტული მოიგო.

 

ურთიერთშეხვედრები

 

ბარნლის ერთადერთი გამარჯვება ბოლო 31 ურთიერთშეხვედრაში 2015 წლის მარტში პრემიერ ლიგაში ფიქსირდება, როცა სიტი ჯორჯ ბოიდის გოლით დამარცხდა.

 

მანჩესტერ სიტის ბარნლისთან 9-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს სახლში და 17 მატჩია დაუმარცხებელია. ბოლოს ქალაქელები მეტოქესთან 1973 წელს დამარცხდნენ მეინ როუდზე.

 

ბარნლის 8 შეხვედრაა სიტისთვის გოლი არ გაუტანია, ბოლოს მათ ეს 2019 წლის დეკემბერში შეძლეს, როცა მანჩესტერელებმა 4-1 იმარჯვეს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.