შესვლა

burger

გვარდიოლამ ტოტენჰემ სტედიუმზე წარუმატებელი სერია დაასრულა

ფონტის ზომა
TT

პეპ გვარდიოლამ ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე პირველად იმარჯვა.

 

ინგლისის თასის მე-4 რაუნდში მანჩესტერ სიტიმ ტოტენჰემს სტუმრად 88-ე წუთზე აკეს გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

 

პეპ გვარდიოლას გუნნდისთვის ეს 2019 წელს გახსნილ სტადიონზე პირველი გოლი და პირველი გამარჯვება იყო.

 

ამ მატჩამდე, სიტის ტოტენჰემის ახალ საშინაო არენაზე მშრალად 5 მატჩი ჰქონდა ზედიზდე წაგებული - 0:1, 0:2, 0:2, 0:1, 0:1.

 

საინტერესოა, რომ ენჯ პოსტეკოგლუ - ტოტენჰემის პირველი მწვრთნელია ბოლო წლებში, რომელმაც საკუთარ არენაზე პეპ გვარდიოლას ვერ მოუგო. მაურისიო პოჩეტინომ, ჟოზე მოურინიომ, ნუნო ეშპირიტუ სანტუმ და ანტონიო კონტემ ეს გააკეთეს.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.