შესვლა

burger

გვარდიოლა: "ჰალანდი ინგლისში ბედნიერი არ არის? მადრიდულ პრესას ჰკითხეთ"

ფონტის ზომა
TT

პეპ გვარდიოლას თქმით, ერლინგ ჰალანდის მდგომარეობის შესახებ მადრიდულ პრესას უნდა მოვკითხოთ.

 

23 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა ტრავმის გამო თითქმის ორი თვე გამოტოვა. ესპანური AS-ი წერდა, რომ ლეო მესის მიერ The Best-ის მოგების შემდეგ, ჰალანდის გარემოცვამ ინდივიდუალური ტიტულების მოსაგებად რეალში გადასვლის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი.

 

„მადრიდულ პრესას ჰკითხეთ - შესაძლოა, მათ ჩვენზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეგრძნება [რომ ჰალანდი ინგლისში ბედნიერი არ არის].

 

ორი თვე მან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მაგრამ შესაძლოა, ესპანურ პრესას, განსაკუთრებით მადრიდულს, ჩვენზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

 

ვერ ვიტყვით, რომ ის კლუბს და ლიგას დროულად ვერ შეეწყო, რომ ჩამოსვლის შემდეგ პრობლემები ჰქონდა. პირიქით, მან თავისი დონე პირველივე დღიდან დაგვიმტკიცა.

 

ვერ ვაკონტროლებთ იმას, რას ილაპარაკებს ხალხი. როცა ის უკმაყოფილო ან უბედური იქნება, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

 

ჩვენ ვცდილობთ, ყველა ჩვენი ფორვარდი კმაყოფილი იყოს, განსაკუთრებით ჰალანდი. ეს დამოკიდებული იმაზეც არის, როგორ ვთამაშობთ. თუ კომფორტულად ვიქნებით, კარგად ვითამაშებთ, მას ბურთი ხშირად მიუვა და დანარჩენს ერლინგი თავად გააკეთებს.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა. 
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.