Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერაყის ნაკრების თავდამსხმელი, აიმენ ჰუსეინი, აზიის თასის პლეი-ოფის მატჩში, მცირე მონაკვეთში გმირიდან ანტიგმირად გადაიქცა.
75-ე წუთი. ანგარიში - 1:1. იორდანია წინ 45+1 წუთზე გავიდა, ერაყმა კი ანგარიში 68-ე წუთზე გაათანაბრა.
76-ე წუთი. ერაყის ფორვარდი აიმენ ჰუსეინი იორდანიის მეკარის კარში გოლს იტანს, ეს ამ ტურნირზე მისი მეექვსე გოლია. გოლით გახარებული ფეხბურთელი, თანაგუნდელებთან ერთად ტრიბუნისკენ მირბის და გოლს აღნიშნავს. მოედანზე დაბრუნებული კი მსაჯისგან გაფრთხილებას იღებს გადამეტებული აღნიშვნისთვის. ეს ბარათი ამ მატჩში მისთვის უკვე მეორე იყო. პირველი მან არბიტრთან კამათისთვის მიიღო.
გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ ზუსტად ასე აღნიშნეს თავიათი გოლი იორდანელმა ფეხბურთელებმაც, მაგრამ გაფრთხილება არავის არ მიუღია.
90+5 წუთი. იორდანია ათანაბრებს - 2:2.
90+7 წუთი. 24 წლის იორდანელ ფეხბურთელს ნიზარ ალ-რაშდანს მესამე გოლი გააქვს და საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს. იორდანიის ნაკრები აზიის თასის მეოთხედფინალში გადის, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა.
მეოთხედფინალში იორდანელებს ტაჯიკეთის ნაკრები ელოდებათ, რომელმაც პენალტების სერიაში (1:1, 5:4) გაერთიანებული საემიროების ნაკრები დაამარცხა.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები
5 თვის წინ
6 თვის წინ
6 თვის წინ
6 თვის წინ