შესვლა

burger

გავიცნოთ მეტოქე - საბერძნეთის ნაკრები

ფონტის ზომა
TT

უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, გავიცნოთ საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა უფრო დეტალურად.

 

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების საერთო ღირებულება [Transfermarkt-ის მიხედვით] თითქმის 152 მილიონ ევროს აღწევს - თითქმის ამდენივედ არის შეფასებული ჩვენი ნაკრებიც [150.35 მლნ]. თუმცა, თუ ჩვენთან ფასს დიდწილად ხვიჩა კვარაცხელია [80 მლნ ევრო] და გიორგი მამარდაშვილი [35 მლნ ევრო] წევენ, საბერძნეთში სიტუაცია შედარებით დაბალანსებულია.

 

გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები აზ ალკმაარის ფორვარდი ვანგელის პავლიდისი და ლივერპულის მცველი კონსტანტინოს ციმიკასი არიან - 22 მილიონი ევრო, შემდეგ მოდის ვესტ ჰემის მცველი კონსტანტინოს მავროპანოსი - 18 მილიონი ევრო, ოთხეულს კი იანის კონსტანტელიასი ხურავს, რომელიც ადგილობრივი პაოკის ღირსებას იცავს და 12 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

 

 

ნაკრების 12 ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატში ასპარეზობს, დანარჩენები კი მეტწილად ევროპის ტოპ-ლიგებში არიან განაწილებული.

 

საბერძნეთის ნაკრების საერთო საშუალო ასაკი 28.22 წელს უდრის, საქართველოსი კი - 27.27.

 

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბერძენთა საუკეთესო ბომბარდირი პანათინაიკოსის ფორვარდი ანასტასიოს ბაკასეტასი გახდა 3 გოლით და 2 ასისტით. სხვათაშორის, ის გუნდის მოქმედი საუკეთესო ბომბარდირიც არის - ნაკრების მაისურით ჩატარებულ 64 შეხვედრაში 14 გოლის გატანა მოახერხა.

 

გუნდის მოქმედმა მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა ნაკრები 2022 წლის იანვარში ჩაიბარა. მის სამწვრთნელო კარიერაში ეს პირველი ნაკრებია. 

 

21 ჩატარებულ შეხვედრაში გუნდმა 12 გამარჯვება მოიპოვა, 3-ჯერ ფრე ითამაშა და 6-ჯერ დამარცხდა. ამ 21 შეხვედრაში ბერძნებმა 35 გოლი გაიტანეს და 15 გაუშვეს, გამარჯვებების საშუალო პროცენტი კი 57.14% შეადგენს.

 

იხილეთ ასევე: გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.