Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რიო ფერდინანდმა ლივერპულთან არსენალის გამარჯვების შემდეგ, მეთოფეების მხურვალე აღნიშვნაზე გააკეთა კომენტარი.
ლონდონურმა გუნდმა მერსისაიდული პრემიერ ლიგის 23-ე ტურში 3:1 დაამარცხა. გუნდის კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა კლუბის ფოტოგრაფს ფოტოაპარატი გამოართვა, მიკელ არტეტა კი გვერდით ხაზზე სიხარულისგან დარბოდა.
„მეგონა, რომ არსენალმა ლიგა მოიგო - ისე აღნიშნავდნენ! მწვრთნელი სტადიონს წრეებს ურტყამდა. იმდენი ირბინა, მგონი დღის ნორმა - 10 000 ნაბიჯი იქვე შეასრულა. რაშია საქმე?“
კითხვაზე, ტოვებს თუ არა ეს არსენალი შთაბეჭდილებას, რომ ტიტულისთვის შეუძლია ბრძოლა, ფერდინანდმა უპასუხა: „არა, არა, არა, არა.
მე ეს ვერ ვიგრძენი. აღნიშვნები, რომელიც ვიხილე, საერთოდ არ შეეფერებოდა იმ შეგრძნებებს, რომელიც ამ მატჩის შედეგზე დამეუფლა. მომეჩვენა, რომ მათ ეგონათ, თითქოს პრემიერ ლიგა მოიგეს. არადა, ცდებიან. ეს კლუბი ცდება.
მათი მთავარი საზრუნავი ლივერპული კი არა, სიტი უნდა იყოს. ქალაქელებს ორი მატჩი აქვთ თადარიგში.“ - აღნიშნა მან იუნაიტედის ექს-მცველმა.
კომენტარები
7 დღის წინ
5 დღის წინ
4 დღის წინ
2 დღის წინ