Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის 1/8 ფინალური ეტაპი დასრულდა და 1/4 ფინალური წყვილები გაირკვა.
ნიგერია - ანგოლა
კაპო ვერდე - სამხრეთ აფრიკა
მალი - კოტდივუარი
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - გვინეა
საინტერესოა, რომ საუკეთესო 8 გუნდში ვერ ვხედავთ აფრიკული ფეხბურთის გრანდებს და რეიტინგის ლიდერებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზეც იყვნენ.
ერთ-ერთი ფავორიტი მაროკო სამხრეთ აფრიკასთან 0-2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, მოქმედმა ჩემპიონმა სენეგალმა მასპინძელ კოტ დივუართან პენალტების სერიაში დათმო შეხვედრა, ასევე თერთმეტმეტრიანების წყალობით დაემშვიდობა გათამაშებას ეგვიპტის ნაკრები, რომელმაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან წააგო.
ტურნირის ბომბარდირი ამ მომენტისთვის 5 გოლით ეკვატორული გვინეის წარმომადგენელი ემილიო ნსუეა.
1/4 ფინალური ეტაპი სტარტს 2 თებერვალს აიღებს, ჩემპიონი კი 12 თებერვალს გახდება ცნობილი.
კომენტარები
6 თვის წინ
6 თვის წინ
6 თვის წინ
6 თვის წინ