Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა გონსალო რამოშმა გუნდი შესაძლოა ტრანსფერიდან სულ რაღაც ექვს თვეში დატოვოს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, პორტუგალიელი ფორვარდის დონით კმაყოფილი არ არის და ფიქრობს, რომ რამოში დიდი დონის მატჩებში სათამაშოდ მზად არ არის.
ამ ეტაპზე ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენება არ განიხილება, მაგრამ სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, პსჟ გონსალოს გაყიდვას დათანხმდება.
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი გონსალო რამოში პსჟ-ში გასულ ზაფხულს ბენფიკადან 65 მილიონ ევროდ გადავიდა.
კომენტარები
2 დღის წინ
18 საათის წინ
3 დღის წინ
1 დღის წინ