შესვლა

burger

ენდრიკი ბრაზილიაში რონალდოს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა

ფონტის ზომა
TT

ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი ენდრიკი ინგლისის კარში ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

 

რეალის საკუთრებაში მყოფი შემტევმა ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანა 17 წლის და 246 დღის ასაში მოახერხა და რონალდოს შემდეგ ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.

 

გარდა ამისა, ენდრიკზე ახალგაზრდას უემბლიზე გოლი არც კლუბის მაისურით გაუტანია არავის და არც ნაკრების - შესაბამისად, მან დღევანდელ ამხანაგურ მატჩში გატანილი გოლით ორი რეკორდი ერთდროულად დაამხო.

 

იხილეთ გოლი: ვიდეო: ბრაზილიამ ინგლისს 17 წლის ენდრიკის გოლით მოუგო

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.