Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნორვიჩთან სათასო მატჩი იურგენ კლოპმა ასეთი სახით დაიწყო.
თქვენც კარგად გეცოდინებათ, ამის მიზეზი რა არის: ორი დღის წინ გერმანელმა გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს. ახლა კი, ენფილდს ამ შოკისმომგვრელი განცხადების შემდეგ პირველად შეხვდა.
სამზადისი ჯერ კიდევ მატჩამდე დაიწყო: ხალხი ნელ-ნელა უახლოვდებოდა სახლს, რომელსაც კლოპის ფრესკა ამშვენებს.
სულ მალე, ეს ღიმილი ლივერპულს დატოვებს.
ნორვიჩთან მატჩის წინ, კარგად იყიდებოდა საყვარელი მწვრთნელის სამადლობელო მაისურები
მგონი, კლოპი ყველგან იყო, კლოპ-დოგის დაგემოვნებაც კი შეიძლებოდა
იურგენმა ლივერპულის ისტორია გადაწერა და ფანები ამას არ დაივიწყებენ. შესაძლოა, სეზონის ბოლოს, მან გუნდი კიდევ რამდენიმე ტიტულით დატოვოს
ენფილდი გმირს ოვაციებით შეხვდა. იურგენი ემოციების გამოხატვას არასდროს ერიდბეოდა, მაგრამ ახლა დამალვა მოინდომა: თავი ჩაღუნა და კამერებს თვალი აარიდა
გულშემატკივრები არ ჩერდებოდნენ
ლივერპულში გატარებულ ცხრა წელიწადში ის კლუბის ლეგენდად იქცა და მის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა
გერმანელი ენფილდზე დიდხანს მეფობდა
დიდი პატივისცემაც დაიმსახურა
ფანებმა მას სიყვარული კიდევ ერთხელ აუხსნეს, დღეს განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდათ საამისოდ
ეს სიყვარული ორმხრივია!
მატჩის შემდეგ, კლოპმა ჰაერზე გული მოხატა - ენფილდისთვის!
წინ სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ლივერპულს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ იპოვოს ახალი მწვრთნელი, კლოპს კი - რომ მოიგოს კიდევ მინიმუმ ერთი ტიტული.
ჯერჯერობით, ის ცოტათი მიუახლოვდა ინგლისის თასს: ლივერპულმა ნორვიჩი 5:2 გაანადგურა, შემდეგ ეტაპზე კი უოტფორდი - საუთჰემპტონის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
What a moment for Klopp ❤️ pic.twitter.com/tXnKq3tV20
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 28, 2024
კომენტარები
20 დღის წინ
5 დღის წინ
5 დღის წინ
12 დღის წინ