Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს ჯოელ ემბიდმა და კარლ-ენტონი თაუნსმა ისტორიული შედეგები დააფიქსირეს.
ფილადელფია სან ანტონიოს დაუპირისპირდა და მეტოქე 133-123 დაამარცხა. სევენთი სიქსერსის მხრიდან ქულების ნახევარზე მეტი ჯოელ ემბიდმა მიითვალა.
კამერუნელი ცენტრის ანგარიშზე 36 წუთში 70 ქულა, 18 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა იყო. პირად რეკორდთან ერთად ეს ფრენჩაიზის ისტორიაშიც საუკეთესო შედეგია.
მანამდე რეკორდი 68 ქულით უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა. ლეგენდარულმა კალათბურთელმა 100 ქულა ფილადელფია უორიორსის სახელით ჩააგდო.
ემბიდი გახდა NBA-ს ისტორიაში მე-9 მოთამაშე, რომელმაც 70 ქულის ჩაგდება შეძლო. ასევე შედარებისთვის, აქამდე მხოლოდ მაიკლ ჯორდანს ჰქონდა ერთ მატჩში 65+ ქულა, 15+ მოხსნა და 5+ შედეგიანი გადაცემა.
საოცარი სტატისტიკა დაფიქსირდა მინესოტასა და შარლოტის შეხვედრაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ტიმბერვულვზმა წააგო, შოუ კარლ-ენტონი თაუნსმა მოიპარა, რომლის ანგარიშზეც 38 წუთში 62 ქულა და 8 მოხსნა იყო. რა თქმა უნდა, ესეც მოთამაშისა და ფრენჩაიზის რეკორდია.
საინტერესოა, რომ თაუნსი NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ შეხვედრაში 10+ სამქულიანი, 10+ ორქულიანი და 10+ ჯარიმა ისროლა.
ასევე ის არის მე-7 ადამიანი, რომელსაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთზე მეტი 60+ ქულიანი შეხვედრა დაუგროვდა. ეს მისთვის მე-2 შემთხვევა იყო.
ამ სიაში პირველ ადგილზე უილტ ჩემბერლენია, რომელსაც 32 ასეთი მატჩი აქვს, შემდეგ კი კობი ბრაიანტი (6), დემიენ ლილარდი (5), მაიკლ ჯორდანი (4), ჯეიმს ჰარდენი (4) და ელჯინ ბეილორი (2) მოდიან.
ემბიდმა და თაუნსმა საერთო ისტორიაც დაწერეს. NBA-ს ისტორიაში აქამდე მხოლოდ 3-ჯერ მომხდარა, რომ ერთ დღეს ორ მოთამაშეს ჩაეგდოს 60+ ქულა.
1961 წელი, 8 დეკემბერი - უილტ ჩემბერლენი (78) და ელჯინ ბეილორი (63).
1962 წელი, 17 იანვარი - ჯერი ვესტი (63) და უილტ ჩემბერლენი (62).
1978 წელი, 9 აპრილი - დევიდ ტომპსონი (73) და ჯორჯ ჯერვინი (63).
აღსანიშნი ფაქტია, რომ კამერუნელმა და დომინიკელმა მოთამაშეებმა ისტორიული სტატისტიკა კობი ბრაიანტის ტორონტოსთან 81-ქულიანი მატჩის დღეს დააფიქსირეს. იმ ღამიდან ზუსტად 18 წელი გავიდა. მამბას ის შედეგი დღემდე რჩება ჩემბერლენის 100-ქულიანი შეხვედრის შემდეგ საუკეთესოდ.
კომენტარები
10 დღის წინ
1 დღის წინ
8 დღის წინ
25 დღის წინ