Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, ემანუელ პეტი კილიან მბაპეს რეალში შესაძლო გადასვლას სკეპტიკურად უყურებს.
„მბაპე რომ ვიყო, საკუთარ თავს ვკითხავდი: „მართლა რომ მინდოდეს რეალში გადასვლა, ამას წელიწადნახევრის წინ გავაკეთებდი, ახლა რაღატო? სიტუაცია მადრიდში საგრძნობლად შეიცვალა. პარიზში რომ დავრჩე, ვიქნები ის, ვინც გუნდს ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს, რაც ისტორიაში არასდროს არ მომხდარა.
მბაპე შეიძლება გახდეს პირველი, ვინც ამას გააკეთებს, სხვა ყველა რეკორდი პსჟ-ში მას უკვე მოხსნილი აქვს.
თუ არადა, პრემიერ ლიგაში უნდა წავიდეს. ჩემი აზრით, არჩევანი რეალსა და ინგლისს შორის დგას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ბელინგემი, თუ კილიანი გადავა მადრიდში? კლუბს ჯუდისთვისაც მოუწევს ხელფასის მომატება.
მბაპე - თავისუფალი აგენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ფულის მიღება შეუძლია. იცით, როგორ არის გასახდელში ყველაფერი მოწყობილი? ტოპ-ფეხბურთელებს ყოველთვის ყველაზე მაღალი ხელფასი უნდათ.
თუ ისინი გრძნობენ, რომ არსაიდან გამოჩნდა ვიღაც ფეხბურთელი, რომელიც მათზე მეტ ფულს იღებს, ეს გასახდელში პრობლემებს წარმოშობს.“ - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა.
კომენტარები
2 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ
1 დღის წინ