შესვლა

burger

ემანუელ პეტი: "მბაპე გრიზმანზე მაღლა ვერ დგას"

ფონტის ზომა
TT

ემანუელ პეტის აზრით, კილიან მბაპე ანტუან გრიზმანზე დიდი ფეხბურთელი არ არის.

 

„მგონია, რომ გრიზმანი დამსახურებულ ქებას და კომპლიმენტებს არ იღებს. მას ნაკრებში და კლუბებში ფენომენალური კარიერა აქვს.

 

რა მოიგო მბაპემ ისეთი, რაც გრიზმანმა ვერა? ყველა ფინალში, სადაც საფრანგეთმა ითამაშა, ანტუანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

 

მბაპეს არ ვუტევ, ის დიდებული ფეხბურთელია. უბრალოდ, გრიზმანის დაცვასაც ვცდილობ. დღეს, მბაპეს ანტუანზე მაღლა არ ვაყენებ.

 

ხვალ თუ კილიანი ფრანგული ლიგა 1-ს გარდაც მოხსნის სადმე რაიმე რეკორდს, მაშინ კარგი.

 

გრიზმანი ლა ლიგაში იბრძოდა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო ლიგა იყო. ვერც საკლუბო დონეზე და ვერც სანაკრებოზე, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არის მბაპე გრიზმანზე მაღლა.“ - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა.
 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.