Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დორტმუნდის ბორუსიამ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი გააოფიციალურა.
ინგლისელი ფეხბურთელი გერმანიაში 6-თვიანი იჯარის წესით დაბრუნდა, სანჩო 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.
"როცა გასახდელში შევედი, ვიგრძენი, რომ სახლში დავბრუნდი. აქ მომუშავე ხალხთან კონტაქტი არ დამიკარგავს. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს გუნდელებს, დავიწყებ ფეხბურთის თამაშს ღიმილით, გავიტან გოლებს, გავაკეთებ საგოლე გადაცემებს და დავეხმარები დორტმუნდს." - განაცხადა სანჩომ.
23 წლის ფეხბურთელს ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო მანჩესტერ იუნაიტედში სათამაშო დრო აღარ ეძლეოდა.
ინგლისელი შემტევი დორტმუნდში 2017-დან 2021 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც წითელ ეშმაკებს შეუერთდა.
კომენტარები
3 დღის წინ
1 დღის წინ
21 საათის წინ
2 დღის წინ