შესვლა

burger

დონჩიჩის ისტორიული მატჩი

ფონტის ზომა
TT

ლუკა დონჩიჩმა ატლანტა ჰოუქსთან ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

 

სლოვენიელმა 44 წუთში 73 ქულა, 10 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, დალასმა კი ატლანტა 143-148 დაამარცხა.

 

 

 

 

ლუკა გახდა NBA-ს ისტორიაში მე-4 მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში 73+ ქულა ჩააგდო, აქამდე ეს უილტ ჩემბერლენმა (2-ჯერ), კობი ბრაიანტმა და დევიდ ტომპსონმა შეძლეს.

 

დალასის ლიდერი 75%-ით ისროდა, რითიც პირველი გახდა, რომელმაც 70+ ქულა ამ სიზუსტით ჩააგდო.

 

საინტერესოა, რომ NBA-ს ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ერთ კვირაში ორი 70+ ქულიანი პერფორმანსი დაფიქსირდა. ჯოელ ემბიდმა 4 დღის წინ სან ანტონიოს 70 ქულა ჩაუგდო, დღეს კი დონჩიჩის პერფორმანსი ვიხილეთ. აქამდე ყველაზე მცირე დაშორება ასეთ მატჩებს შორის 13 დღე იყო, როცა 1962 წელს უილტ ჩემბერლენმა ორკვირიან შუალედში შეძლო ორი ასეთი შეხვედრის ჩატარება.

 

 

 

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.