შესვლა

burger

დიდი შანსია, დინამო ბათუმს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე გიორგი წიტაიშვილი ვერ დაეხმაროს

ფონტის ზომა
TT

ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გიორგი წიტაიშვილის დინამო კიევში დაბრუნების ვალდებულებაზე ისაუბრა.

 

„წიტაიშვილი ჯერ კიდევ კიევის დინამოს ეკუთვნის და კონკრეტული პირობების შესათანხმებლად დაბრუნება მოუწევს, რადგან მისი ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაშია.

 

თუ ფიფა გააგრძელებს წესს, რომლის თანახმადაც უცხოელ ფეხბურთელებს უკრაინულ კლუბებთან მოქმედი ხელშეკრულებების შეჩერება შეუძლია, მაშინ წიტაიშვილის კიევში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდო იქნება.

 

საქართველოსთან ერთად ევრო 2024-ზე გასული ფეხბურთელის მომავალი უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვევა, სწორედ მაშინ ვნახავთ რა მოხდება." - აღნიშნა ციგანიკმა.

 

ცნობისთვის, წიტაიშვილი ამ ეტაპზე იჯარით დინამო ბათუმის შემადგენლობაში თამაშობს, რომელთანაც ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება, ხოლო უშუალოდ კიეველებთან მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. 

 

იმ შემთხვევაში, თუ წიტაიშვილის იჯარა ბათუმელებთან არ გახანგრძლივდება, ან ტრანსფერი სრულფასოვანი არ გახდება, მაშინ ფეხბურთელი აჭარულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარება.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.