შესვლა

burger

დიბალა: "დე როსიმ გუნდში ენთუზიაზმი შემოიტანა"

ფონტის ზომა
TT

კალიარისთან გამარჯვების შემდეგ პაულო დიბალამ უკანასკნელ მატჩებში რომას კარგ ფორმაზე ისაუბრა:

 

"დე როსიმ გუნდში ენთუზიაზმი შემოიტანა"

 

"მან ბევრი რამ გაგვაგებინა და ისეთი რაღაცების კეთება დავიწყეთ, რაც აქამდეც შეგვეძლო, მაგრამ ამის რეალიზებას ვერ ვახდენდით."

 

"მატჩებს შორის ვარჯიშებზე დროის გატარება უფრო მეტად გვეხმარება დე როსის თამაშის სტილის შესწავლაში"

 

"ვფიქრობ, დღეს საბოლოოდ ვაჩვენეთ ეს ყველაფერი." - უთხრა არგენტინელმა ჟურნალისტებს.

 

სერია ა-ს 23-ე ტურში რომამ კალიარის უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა პაულო დიბალამ, თითო გოლით კი თავი ლორენცო პელეგრინიმ და დინ ჰუისენმა გამოიჩინეს.

 

დანიელე დე როსის დანიშვნის შემდეგ დედაქალაქურმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატში სამივე მატჩი მოიგო.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.