შესვლა

burger

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება - ლაიფციგი რეალს უმასპინძლებს

ფონტის ზომა
TT

ჩემპიონთა ლიგა 1/8 ფინალური ეტაპით გვიბრუნდება.

 

პირველ სათამაშო დღეს მადრიდის რეალი გერმანიას ეწვევა და ლაიფციგს დაუპირისპირდება.

 

ლაიფციგი - რეალი (23:59, 13 თებერვალი) - უყურე მატჩს უფასოდ adjarabetarena-ზე.

 

ლაიფციგი ჯგუფში მანჩესტერ სიტისთან, იანგ ბოიზთან და ცრვენა ზვეზდასთან ერთად ასპარეზობდა. რა თქმა უნდა, ჯგუფის მთავარი ფავორიტი გვარდიოლას გუნდი იყო და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. სიტიმ ექვსივე თამაში მოიგო და 18 ქულა დააგროვა.

 

გერმანელები ეტიჰადზე 3-2 დამარცხდნენ, საკუთარ მოედანზე კი 1-3. მარკო როზეს გუნდმა დანარჩენი 4 შეხვედრის მოგება მოახერხა და ჯგუფიდან უპრობლემოდ გავიდა.

 

რაც შეეხება რეალს, მადრიდელები ჯგუფში ნაპოლისთან, ბრაგასთან და უნიონ ბერლინთან იყვნენ და სამივეს ბარიერი მარტივად დაძლიეს. ანჩელოტის შეგირდებმა ყველა მატჩი მოიგეს და ზემოთ ნახსენები მანჩესტერ სიტის მსგავსად 18 ქულა დააგროვეს.

 

ლაიფციგმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის შემდეგ ბუნდესლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ორი მოიგო, ორი ფრედ ითამაშა და სამი შეხვედრაც დათმო. გუნდი 37 ქულით მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან დორტმუნდის ბორუსიას 3 ქულით ჩამორჩება.

 

რეალმა კი ბოლო ტურში ჟირონასთან გამარჯვების შემდეგ კონკურენტთან 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. თუმცა მადრიდელებს პრობლემებიც აქვთ, კატალონიელებთან მიუხედავად მარტივი მოგებისა, გუნდს ცენტრალური მცველი განაცხადში არ ჰყავდა და ამის გამო დაცვის ცენტრს კარვახალი და ჩუამენი ამაგრებდნენ. მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ტრავმა ჯუდ ბელინგემმაც მიიღო და გუნდს 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

 

ახლა კი რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრებს, ლაიფციგი და რეალი ერთმანეთს 2022-23 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეხვდნენ. პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძლებმა 2-0 მოიგეს, გერმანიაში კი ლაიფციგმა 3-2 იმარჯვა. გუნდების დაპირისპირების ისტორია მხოლოდ ამ 2 შეხვედრისგან შედგება.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

 

ლაიფციგი - გულაჩი; ჰენრიხსი, ორბანი, კლოსტერმანი, რაუმი; ზაივალდი, შლაგერი; ოლმო, ჩავი სიმონსი; ოპენდა, შეშკო.

 

რეალი - ლუნინი; კარვახალი, ნაჩო, ჩუამენი, მენდი; ვალვერდე, კროოსი, კამავინგა, ბრაჰიმი; ვინისიუსი, როდრიგო.

 

მატჩის მთავარი არბიტრი ბოსნიელი ირფან პელიტო იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 3 მატჩი განსაჯა: შახტარი - ბარსელონა, უნიონი - ნაპოლი და ფეიენოორდი - სელტიკი. მან ჯამში მოთამაშეებს 10 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.